Saturday, 13 April 2019

დღე 9 - გადავხედე საქაღალდეებს, შევიტანე მცირე ჩასწორებები, მოვუსმინე კოლეგების პრეზენტაციებს, მეც გავაკეთე პრეზენტაცია. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ტრენინგით და მიღებული ცოდნით. ვეცდები აქტიურად გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში პროექტებით სწავლების მეთოდი.

Sunday, 7 April 2019

დღე 8. - დღეს ვუსაუბრეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, ნიჭიერ და არაქართულენოვან მოსწავლეებზე, მათთვის სპეციალური დავალებების მიცემაზე. ეს ყველაფერი ავტვირთეთ ბლოგზე.

Sunday, 31 March 2019

დღე 6. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი- "ელექტრონული გაზეთი" და გამოყენებული ლიტერატურის ლინკები შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში

Saturday, 30 March 2019

დღე 5. - ფოვერ-ფოინთში ავაწყვეთ პრეზენტაცია, ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და ბლოგზე დავიტანეთ გვერდები.

დღე 5. პრეზენტაცია

Sunday, 24 March 2019

დღე 4 - ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე, შეფასების მოკლე მონახაზზე და სასწავლო პროცედურებზე. ასევე მოკლედ მიმოვიხილეთ შემდგომ ტრენინზე ასაგებ პრეზენტაციაზე

Saturday, 23 March 2019

დღე მესამე. 23/03. დავიწყეთ პროექტის დაწერა და სტანდარტის შერჩევა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

Sunday, 17 March 2019

17 მარტი. დღე 2. ვისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება, რომელიც გამომადგება ჩემი პროექტის შესახებ  ინფორმაციის მარტივად გავრცელებისთვის თანამშრომლებთან ან სხვა პირებთან.

Saturday, 16 March 2019

16.03.2019 - "პროექტებით სწავლებ" -ის მეთოდი გაგონილი მქონდა და ძალიან მაინტერესებდა ამის შესახებ. პირველ გაკვეთილზე გავიგე ის, რომ საჭირო და აუცილებელია ამის ცოდნა და გამოყენება თანამედროვე ეპოქაში ყველა მასწავლებლისათვის. აქ თავმოყრილია და გამოკვეთილია ჩვენი ეპოქისთვის საჭირო უნარები, რომელის განვითარებაზეც უნდა იზრუნოს მასწავლებელმა მოსწავლეებში. ვფიქრობ მსგავსი ტრენინგები სავალდებულოც კი უნდა იყოს მასწავლებლებითვის.